სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გირჩევთ, ისე მოგვექცეთ, როგორც მერს ეკადრება”

29 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

“გირჩევთ, ისე მოგვექცეთ, როგორც  მერს ეკადრება”

საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერსა და საკრებულოს დეპუტატს შორის მორიგი კამათის საგანი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქრურული პროექტები გახდა. სხდომაზე შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაცია ქალაქში წარმატებით მიმდინარეობს, რასაც სხდომაზე დამსწრეთაგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ისინი სამუშაოების შეფერხებებზე მიუთითებდნენ, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია.
“კეთილი ინებეთ და მაგ ტონით ნუ გველაპარაკებით, თუ სამსახურის უფროსები არ არიან კომპეტენტურები, მაშინ შეცვალეთ. არაერთხელ მოვისმინე თქვენგან – არ იცით, ჩახედული არ ხართ. ისევ უნივერსიტეტის მასწავლებელი გგონიათ თავი და ისე გველაპარაკებით. მოგწონთ თუ არა, უნდა მიიღოთ ეს ინფორმაცია. არაერთხელ გააკეთეთ ეს. გირჩევთ პატივი დაგვდოთ და ისე მოგვექცეთ, როგორც უმრავლესობის მერს ეკადრება,” – მიმართა ნატო ქათამაძემ ქუთაისის მერს.
შოთა მურღულიამ უმრავლესობის წევრს მეტი კომპეტენტურობისკენ მოუწოდა. “თუ მიგაჩნიათ, რომ ლექტორობის პერიოდში ვინმე სტუდენტს ან მოსწავლეს შეურცხყოფა მივაყენე, ძალიან ცდებით. ხშირად არაკომპეტენტური თემებით გამოირჩევით და ტელევიზიების წინაშე სპეკულირებთ,” – განუცხადა შოთა მურღულიამ დეპუტატს.

თეგები: ინფრასტრუქტურანატო ქათამაძეშოთა მურღულია