მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ დღეს უნდა დაამტკიცოს. პრემიერ მინიტრის თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდით გამოწვეულ სხვაობას სოციალურად დაუცველებს მთავრობა დაუფარავს. „მას შემდეგ, რაც რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, გადავწყვიტეთ, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ეს აგვერიდებინა და 70 ათას ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს დაეფარა სრულად ტარიფის ზრდით გამოწვეული სხვაობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სოციალურად დაუცველებისთვის დენის ტარიფის სხვაობას სახელმწიფო დაფარავს
30 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: დენის ტარიფი • ელექტოენერგია • სოციალურად დაუცველები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები