ქუთაისში, საგზაო დეპარტამენტის შენობის წინ ახლად დამონტაჟებული ურნა მოიპარეს. თანამედროვე დიზაინის, ნარჩენებისთვის განკუთვნილი 400 ურნა ქალაქის სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე თვის წინ დამონტაჟდა. ახალი ურნების შეძენა დამონტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ნიუ არტი“ გასწია.
აღსანიშნავია, რომ შენობას დაცვის სამსახური იცავს. ამასთან პერიმეტრი ვიდეოკამერითაც კონტროლდება.
