პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ იმერეთის რეგიონებში არსებულ ჩინურ კომპანიებში ქართველი მუშების სამუშაო პირობებს არაადამიანურს უწოდებს. მისი თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებს მონური შრომისთვის წირავს. “ეკო მაქსი”-ს მუშებისთვის არც წყალია, არც საპირფარეშო და შესვენების გარეშე ამუშავებენ. ხე-ტყის ბიზნესი ჩინური კომპანიების ხელშია. ბაღდათში კუბოს ფიცარი რომ უნდოდეს ვინმეს, ვერ იშოვის”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიამ ჩინური კომპანიისთვის ელექტროენერგიის დაბალი ტარიფით მიწოდებაც გააპროტესტა. მისი თქმით, კომპანიას ელექტროენერგია 7 თეთრად მიეწოდება. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა ყველას ერთანაირად უნდა ეხებოდეს: “ქართულ კომპანიებს ელექტროენერგიას 21 და 24 თეთრად აწვდიდნენ ელექტროენერგიას, ახლა 28 და 30 თეთრად მიაწოდებენ. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ქართულ ხე-ტყეს კაფავენ, ელექტროენერგია დაბალი ტარიფით მიეწოდებათ. თუ სადმე ხე დაინახე, ყველგან ჭრიან: ხარაგაულში, რაჭაში- შაორთან. ეს კომპანიები ქართველ მუშა ხელს მიზერულ თანხებზე ამუშავებენ. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა ან ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენონ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
“სახელმწიფო მოქალაქეებს მონური შრომისთვის წირავს”
31 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: გოგი წულაია • დენის ტარიფი • ჩინური კომპანია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები