სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ მიდის ტელევიზიიდან დუტა სხირტლაძე?

1 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 1

რატომ მიდის ტელევიზიიდან დუტა სხირტლაძე?

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე აცხადებს, რომ ტელევიზიიდან გაუჩინარება გადაწყვიტა. დუტას თქმით, სატელევიზიო პაუზის დროს, იგი თეატრში გადაინაცვლებს, რადგან ახლა ზუსტად იცის, რისი კეთებაც სურს.

“15 წელია ეთერში ვარ. 2000 წლის 2 სექტემბერს გავიდა პირველი გადაცემა “ვის უნდა 20 ათასი”. ყველაფრის ჩამოშორება მინდა. ალბათ, ჭოლასთან (ლევან წულაძე) ვიქნები. გარდა იმისა, რომ მეგობარი და პედაგოგია, ვთვლი, რომ მასზე კარგი რეჟისორი ჩვენთან არ არის. თეატრის გარეთ ცხოვრება მიჭირს.

თეგები: დუტა სხირტლაძემსახიობიტელევიზია