გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები , რომლებიც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა. სერგეენკოსთან ერთად კლინიკაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 4 დაშავებულია მოთავსებული. 2 პოლიციელი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი კი სტაციონარშია გადაყვანილია. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, ის უკვე თავს კარგად გრძნობს და დღის განმავლობაში გაწერენ. გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა
2 აგვისტო, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ავტოსაგზაო შემთხვევა • გურია • კლინიკა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები