ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2014 წელი–33 500 რეგისტრირებული აბორტი

2 აგვისტო, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

2014 წელი–33 500 რეგისტრირებული აბორტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 2014წელს 33 500 შეადგინა. აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 15 წლამდე ასაკის – 20 აბორტი, 15-19 წელი – 1387 აბორტი, 20-44 წელი – 31 850 აბორტი და 45 და მეტი წლის ასაკის ქალებში 212 აბორტი.

2002-2014 წლებში საქართველოში სულ რეგისტრირებულია 318 700 აბორტი. აქედან 161 აბორტი 15 წლამდე ასაკში, ხოლო 18 328 აბორტი -15-დან 19 წლამდე ასაკის ქალებში. ამ პერიოდში ყველაზე მეტი – 39 200 აბორტი რეგისტრირებულია 2012 წელს.

თეგები: აბორტიმონაცემებისაქსტატი