ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტურისტების რაოდენობამ 2 პროცენტით იმატა

3 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 1

ტურისტების რაოდენობამ 2 პროცენტით იმატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2015 წლის ივლისის თვე 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი – 336 664 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%); ტრანზიტი – 182 693 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 24,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,7%); სხვა – 218 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 29,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%).

რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 069 999 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,9 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ: ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები, შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 32%–იანი, ხოლ

თეგები: 2015 წელივიზიტორისაქართველო