მათთვის, ვინც ზაფხულის ამ ცხელი დღეების განმავლობაში ვერ შეძლო ქალაქიდან გასვლა, 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, “მონ პლეზირის თაღთან”, სადაც მდებარეობდა ქუთაისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი, ტრადიციულად გელით კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. წარმოდგენილი იქნება ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა. ამ დიად იტალიელს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მისტიფიკატორსა და გამომგონებელს კინოს ისტორიის განმავლობაში, წელს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება და თუ შეიძლება სიტყვა „კინემატოგრაფს“ რაიმე სინონიმი ქონდეს, ეს აუცილებლად ფელინის სახელი იქნებოდა.
კინოჩვენებების პროგრამა: 10 აგვისტო – „გზა“ 11 აგვისტო – „ტკბილი ცხოვრება“ 12 აგვისტო – „კაბირიას ღამეები“ 13 აგვისტო – „81/2“ 14 აგვისტო – „ამარკორდი“ ყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე. გახსნისას კი მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის – ფელინის კინოსამყაროს ამსახველი მცირე პერფომანსი! დასწრება, რა თქმა უნდა, უფასოა!