ქუთაისში “სამი ოთარის” ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს ჭრიან. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული “სპეციალური სერვისების” სამსახური ატარებს. სამსახურის წარმომადგენელის, ავთანდილ რობაქიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამხმარ ხეებს ჭრიან: “მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვჭრით გამხმარ ხეებს, რომ აქ ქარის ან ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული ხე არ წაიქცეს და ვინმე არ დააზარალოს”,-განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.
ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ერთის მხრივ კარგია გამხმარი ხეების მოჭრა,თუმცა სამაგიერო უნდა დაირგოს.
“კარგია,რომ დაზიანებულ ხეებს ჭრიიან,თუმცა სამაგიეროდ ახალი ხეები უნდა დაირგოს. ქალაქი ისედაც გადატვირთულია , ჰაერი ხომ გვინდა? “,- აღნიშნა ხატია როდონაიამ.