ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მერიამ 1000–1000 ლარი გადასცა

8 აგვისტო, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მერიამ 1000–1000 ლარი გადასცა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან ქუთაისის და მხარის პირველი პირები შეიკრიბნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მემორილთან პარაკლისი აღავლინა მეუფე კალისტრატემ. ქალაქის მერიამ კი გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს ათას-ათასი ლარი გადასცა.

“აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მეომარი დაიღუპა, კონკრეტულად ქუთაისიდან კი 8, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს გაეწევა მატერიალური დახმარება”,-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. ” ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა ქალაქის მერი.

თეგები: აგვისტოომიქუთაისი