ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უკრაინაში გამოფენაზე გამგზავრება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. “ნიუპრესის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ დავით დვალის და ბექა ყანჩელის უკრაინაში 5 დღიანი ვიზიტი 3095 ლარი დაჯდა. 4 568 ლარი გამოიყო ქუთაისის მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის პანტელეიმონ კლდიაშვილის და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი სარიშვილის სამივლინებო ხარჯებისთვის. “საქართველო, ქუთაისი – უნდა ნახოს ყველამ” , აღნიშნული სახელწოდების გამოფენაზე დასასწრებად ჯამში 7663 ლარი დაიხარჯა. გამოფენაზე ქუთაისელი ფოტოგრაფების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელსაც თავად ფოტოგრაფები არ ესწრებოდნენ.
ქუთაისელი მაღალჩინოსნების 5 დღიანი ვიზიტი 7663 ლარი დაჯდა
8 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: თვითმართველობა • უკრაინა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები