სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი ელენე ბოყოველი თურქეთის ჩემპიონი გახდა

11 აგვისტო, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისელი ელენე ბოყოველი თურქეთის ჩემპიონი გახდა

თურქეთის ქალაქ სტამბულში, კომპანია “ნაიკმა” გარბენში ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც ქუთაისელი ელენე ბოყოველი მონაწილეობდა. 29 წლის ელენე ფესტივალის გამარჯვებული გახდა. როგორც ელენე “ნიუპრესს” უამბობს, რთული შეჯიბრება აღმოჩნდა, თუმცა 50 ადამიანს გაუსწრო და პრიზის მფლობელიც გახდა. “ცოტა გამიჭირდა,მაგრამ შევძელი და დავამარცხე 50 მონაწილე და პრიზის მფლობელიც გავხდი.იმედი მაქვს მომავალ აქტივობებშიც წარმატებულად ვიასპარეზებ”,- აღნიშნა ელენე ბოყოველმა. ელენე ქუთაისში დაიბადა. დაამთავრე 31–ე საჯარო სკოლა. საქართველოს დატოვება კარიეული წინსვლისთვის დასჭირდა. 9 წელია, რაც საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, სპორტი ბავშვობიდან იზიდავდა,თუმცა სირბილში შეჯიბრება იმ დროისთვის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ ძალები საზღვრებს გარეთ მოსინჯა. “არ ვიცი რამდენად განვითარებულია საქართველოში ეს სპორტი,თუმცა ამ ეტაპზე დაბრუნების სურვილი არ მაქვს. უკვე დიდი ხანია “ნაიკის” მორბენალთა კლუბში დავრბივარ, ვცდილობ წარმატებული ვიყო.ვემზადები მარათონისთვის,რომლის ჩატარებაც სექტემბრისთვის ქალაქ სტამბულში იგეგმება”,-აღნიშნა სპორტსმენმა.

თეგები: თურქეთიქუთაისიჩემპიონი