ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “მერსედესის” მარკის ავტომობილი შუახნის ქალბატონს დაეჯახა. ქალბატონი მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. “რამდენიმე წუთის წინ ქალბატონს “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. თამარ მეფის ქუჩაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რადგან არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები, არც შუქნიშანი არის მოწესრიგებული, რის გამოც ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები”, – აღნიშნა თვითმხილველმა გიორგი მელქაიამ. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევას შსს ვერ ადასტურებს.
ქუთაისში ავტომობილი ქალს დაეჯახა
13 აგვისტო, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 21
შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქე მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
თეგები: ავარია • თამარ მეფის ქუჩა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები