ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

14 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 1

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ხვალიდანვე შეეძლებათ. მისივე თქმით, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება. “ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან მინიმუმ 40 დღეში უნდა გაიმართოს და ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას”, – განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

თეგები: ნიუპრესისპორტიფეხბურთიქუთაისი