სტარტს იღებს ზაფხულის საღამოები, რომლებიც ტრადიციულად იმართება ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში. ამჯერად 18 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ზაფხულის ამ ცხელი დღეების განმავლობაში ქალაქში დარჩენილ ქუთაისელებს, ყოველი კვირის დასაწყისში ელით შეხვედრა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე საინტერესო ადგილობრივ ბენდებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან.
18 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. DJ Zappa, DJ Jango, DJ Walld, DJ Somali და სპეციალურად ამ საღამოსთვის DJ გერმანიიდან Boris Eyeman.
24 აგვისტო – ბენდი “მუზეუმი”, შოთიკო ბანძელაძე, ინდირა ჯგერნაია, ქეთი კვიცარიძე, თიკო გრძელიშვილი, თედო ქორიძე.
31 აგვისტო – ბენდი “სამი-ზნე”, ქეთი თურქაძე, მარიტა როხვაძე, მიმი ჯავახიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ბექა ბანძელაძე 7 სექტემბერი – ჯგუფი “ქართული ეფექტი”, გოგონათა კვარტეტი “Just Quartet” . კონცერტები მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდება. საღამოს აკო ანდღულაძე გაუძღვება.
18 აგვისტოდან ქუთაისში კონცერტები გაიმართება
15 აგვისტო, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 14
თეგები: ზაფხული • კონცერტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები