სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბერძნული პოლიცია ქართველ ცოლ-ქმარს ეძებს

19 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1

ბერძნული პოლიცია  ქართველ ცოლ-ქმარს ეძებს

ბერძნული პოლიცია ქართველ ცოლ-ქმარს ეძებს. მათ კუნძულ იდრაზე მკვლელობა, ყაჩაღური თავდასხმა და ფულის გატაცება ბრალდებათ. ბერძნული მედიის ინფორმაციით პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მათი 7 თანამზრახველი.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელ-ფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა მომხდარის ღამესვე დააკავეს 7 ქართველი. ორმა ბრალდებულმა, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულ იდრადან ათენში გადასვლა შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ხანდაზმულ ცოლ-ქმართან ტავერნაში მუშაობდნენ და მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ფულს სახლში ინახავდნენ.

თეგები: მკვლელობასაბრძნეთიქართველები