რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლების მხრიდან არანაირი ყურადღება არ ექცეოდათ.”ეს დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ. ამ სააგენტოს შექმნით ჩვენ უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ, რადგან წლების განმავლობაში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ჩვენს მუსულმანებს, კათოლიკეებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ასევე ებრაელებს. ჩვენ ამ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დავუნიშნეთ დაფინანსება და რელიგიის სააგენტომ სამუფთოსთან ერთად გადაწყვიტა სამუფთოსთვის რეზიდენციისა და მედრესეს გაკეთება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა”
19 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი • პრემიერი • რელიგიის სააგენტო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები