საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. ვერტმფრენი ადგილობრივებმა დაახლოებით დილის 11 საათისათვის შენიშნეს.
გორის რაიონის სოფლების, ბუბუტიანთკარის და მერეთის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში მოკვლევა უკვე დაწყებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
რუსული ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში
19 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: გორი • ვერტმფრენი • რუსეთი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები