"9 აპრილს დაწყებული ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"
9 აპრილს დაწყებული ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და თითოეული ქართველი ვალდებულია, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს და გამარჯვებით დაასრულოს -აცხადენენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
მათ დღეს ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ბანერი წარწერით - "რუსეთი ოკუპანტია" მიიტანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გადამწყვეტი ბრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და თითოეული ქართველი, თითოეული პოლიტიკოსი ვალდებულია, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს, რომ ამ გმირების მიერ დაღვრილი სისხლი არ იყოს უქმად ჩავლილი და ჩვენი ბრძოლა დეოკუპაციისათვის ბოლომდე მივიდეს"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი