|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ბავშვი

2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა - შსს

 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

უწყების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2025 წლის პირველ 9 თვეში, 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 ბავშვი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: