9 თვეში ქსელური მარკეტების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა
ბაზრის ერთ-ერთი უახლესი კვლევა „გალთ ენდ თაგარტს“ ეკუთვნის, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10%-ით, 17.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან კი, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 41.8%-ია.
ახლა რაც შეეხება ცალკეულ სუპერმარკეტებს, საინტერესოა, რომ ბაზრის თითქმის 80% მოდის 5 მოთამაშეზე, ესენია: „დეილი ჯგუფი“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა ჯგუფი“, „კარფური“ და „აგროჰაბი“. უფრო კონკრეტულად კი:
„დეილი ჯგუფი“ რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს. ბაზრის მეორე პოზიციაზეა „ორი ნაბიჯი“ - 18.1%-იანი წილით; მესამე ადგილზეა „ნიკორა ჯგუფი“ 16.3%-იანი წილით; მესამე და მეოთხე ადგილებს კი „კარფური“ და "აგროჰაბი" იკავებენ, შესაბამისად, ბაზრის 8.2% და 4.3%-იანი წილით. გამოდის, რომ საერთო ჯამში, ამ ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76%-ს შეადგენდა 2025 წლის 9 თვეში.
ცნობისთვის, „ოცნების“ პრემიერმა სურსათის მაღალ ფასებს „ომი“ გამოუცხადა, გუშინ ფასების კვლევაზე გამოძიება სუს-მა დაიწყო.
ავტორი:





10:52
10:31
10:29
15:35
12:39
















