|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 უბნის მონაცემებით, კობა ნარჩემაშვილმა ხმების 38,42 % დააგროვა, გიგი წერეთელმა 37,8 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 38,42% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიგი წერეთელმა - 37,8%.

აღნიშნულ ოლქში 43 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 9 უბნის შედეგები.

რაც შეეხება ქუთიასის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდარი 41,81%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 31,84% დააგროვა. აღნიშნულ ოლქში მონაცემები დათვლილია 12 უბანი 44-დან.

ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქში დათლილია 12 უბანი 41-დან. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ ხმათა 43,6% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ - 28,59%.

ცესკოს ინფორმაციით, თუ მონაცემები უბნების დათვლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, სამივე ოლქში მეორე ტური დაინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი