ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შრომითი მონიტორების კომპანიებში შესვლა სავალდებულო გახდება

20 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1

შრომითი მონიტორების კომპანიებში შესვლა სავალდებულო გახდება

პირველი იანვრიდან შრომითი მონიტორების შესვლა კომპანიებში სავალდებულო გახდება და დარღვევების შემთხვევაში კონკრეტული სანქციებიც დაწესდება. ამ დროისათვის 30-ზე მეტ კომპანიაში მონიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევა უკვე აღმოაჩინეს და ხელმძღვანელებს რეკომენდაციებიც მისცეს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის მონიტორების მიერ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების შემოწმება გრძელდება.

მონიტორინგის ძირითადი მიზანი შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვებაა. სპეციალურად გადამზადებული 25 შრომითი მონიტორი სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ შრომით პირობებსაც შეამოწმებს და დარღვევის არსებობის შემთხვევაში იქ დასაქმებული პერსონალის პირობების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

თეგები: სამინისტროშომითი მონიტორებიჯანდაცვა