ე.წ. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ საზღვარს ორი დღით ჩაკეტავს. ამის შესახებ ოსური მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. საზღვარი 25 და 26 აგვისტოს ჩაიკეტება. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ.საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მიმოსვლა 27 აგვისტოდან აღდგება.
ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი 2 დღით ჩაიკეტება
22 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 54
ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
თეგები: ოკუპაცია • სამხრეთ ოსეთი • საქართველო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები