შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი ქარმა გააფუჭა

22 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 25

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი ქარმა გააფუჭა

მიმდინარე წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდე გაიზარდოს, რადგან მოსავალი მცირეა, მოთხოვნა კი მაღალი.

საქართველოში წელს თხილის მცირე მოსავალს ელიან. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. სწორედ მცირე მოსავალია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობენ.

მსგავსი ვითარებაა კახეთშიც – თხილის მოსავალს აქაც მცირე რაოდენობით ელიან. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციში ამბობენ, დაზუსტებული მონაცემები აგვისტოს ბოლოს იქნება ცნობილი, როცა მოსავლის აღება დასრულდება. ამ დროისთვის, ქარხნებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 5-დან 7 ლარამდე მერყეობს.

მწარმოებელთა თქმით, მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება, რაც თხილის ხარისხიდან გამომდინარეობს. გასულ წელს, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო.

მწარმოებლების ვარაუდით, მიმდინარე წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდე გაიზარდოს, რადგან მოსავალი მცირეა, მოთხოვნა კი მაღალი.

წყარო:www.bpn.ge

თეგები: დასავლეთ საქართველოთხილიმოსავალი