1-ელ სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ახალი სასწავლო წელი იწყება. აფხაზეთის უკანონო ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს გალში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები სკოლაში ქართული ენის შესწავლას ვეღარ შესძლებენ.
„რუსული საოკუპაციო და აფხაზური სეპარატისტული რეჟიმების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან გალის რაიონის თერთმეტ საშუალო სკოლაში, სადაც აქამდე განათლების მიღება ქართულ ენაზე შეიძლებოდა, სწავლება რუსულ ენაზე დაიწყება.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ვიზირებული სახელმძღვანელოები კი ამოიღება და განადგურდება”-წერს გაზეთი “რეზონანსი”.
“ქართული სახელმძღვანელოები ამოიღება და განადგურდება”
24 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 1
თეგები: აფხაზეთი • გალი • ქართული ენა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები