სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სვანეთში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

24 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 1

სვანეთში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური გზა ქვებით ჩახერგა და გადაკეტა.

აქციის შედეგად გზაზე საცობი წარმოიქმნა, ჩახერგილი მანქანების უმეტესობა ტურისტებს ეკუთვნის.

აქციის მონაწილეები ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მიცემას ითხოვენ. მათი თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ მისულან, თუმცა დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

ჭუბერის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების მაჟორიტარ დეპუტატთან და მესტიის გამგებელთან შეხვედრას ითხოვს.

თეგები: გზის გადაკეტვასვანეთიტურისტები