გარემოს დაცვის დეპარტამენტისა და საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს გემი, რომელმაც ნავთობპროდუქტებით დააბინძურა შავი ზღვა. ბათუმის პორტში მდგარი კუკის კუნძულები დროშით მცურავი გემის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალი დგინდება. საქალაქო სასამართლოს კი გემის კაპიტანს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს.
ზღვის დაბინძურების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინდა
26 აგვისტო, 2015 • ნიუპრესი • 34
გემის კაპიტანს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, 65 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
თეგები: ბათუმი • ზღვის დაბინძურება • შავი ზღვა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები