შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის შედეგები გამოქვეყნდა. 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ შეძლო სახელმწიფო გრანტის მოპოვება, 3700 კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სპესიალობებზე უფასოდ ისწავლის.
ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ბრიფინგი გაიმართა. “სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ეროვნულ გამოცდებში წელს 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. 18 ატასზე მეტი ადგილი ვაკანტური დარჩა.