სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა

2 სექტემბერი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა

გასული თვის მაჩვენებლით ტურისტების რაოდენობა 2%-თ გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. აგვისტოს თვეში საზღვარზე 852 377 ვიზიტორის გადაადგილება დაფიქსირდა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია. აქედან ტურისტია – 383 619 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2%), ტრანზიტი – 224 993 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%), სხვა – 243 765 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3,5%).

რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 922 376 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+24,7%), აზერბაიჯანიდან (+8,3%), თურქეთიდან (-10%), რუსეთიდან (+23%) და უკრაინიდან (+5,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები 54% და 35%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 766% და საუდის არაბეთი – 75%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

თეგები: სტატისტიკატურისტებიშსს