ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ატესტაციის მეორე ეტაპს, გასაუბრებას გადიან. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც ტესტირება წარმატებით გაიარეს. გასაუბრებას მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე ხელმძღვანელობს.. კომისიის შემადგენლობაშია ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე. ატესტაციის მეორე ეტაპს-გასაუბრებას ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლები გადიან. პროცესი ერთდღიანია და დღესვე დასრულდება.
ჯერჯერობით უცნობია ბაგა-ბაღების ფილიალების გამგეებთან გასაუბრების თარიღი.
ტესტირების ეტაპში მონაწილეობა ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის 21-მა თანამშრომელმა მიიღო.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები გასაუბრებას გადიან
3 სექტემბერი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: ატესტაცია • ბაგა-ბაღები • გასაუბრება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები