ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაგა-ბაღების თანამშრომლები გასაუბრებას დღეს დაასრულებენ

3 სექტემბერი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ბაგა-ბაღების თანამშრომლები გასაუბრებას დღეს დაასრულებენ

ბაგა-ბაღების თანამშრომლები ატესტაციის მეორე ეტაპს – გასაუბრებას ასრულებენ. გასაუბრებიდან გამოსული ატესტანტების თქმით, პროცესი მშვიდად მიმდიანრეობს და ზოგადი კითხვებით შემოიფარგლებიან: “კომისიის წევრების დამოკიდებულება არის საქმიანი და კეთილგანწყობილი. ვთვლი, რომ წარმატებით გავიარე ეს ეტაპი. კითხვები ძირითადად შეეხებოდა ჩემს მიერ განვლილ გზას და რა ფუნქცია და მოვალებობა მაქვს“, – განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ.
ატესტაციის პირველი ეტაპი, ბაღების ადმინისტრაციის 22-მა თანამშრომელმა, ყოფილი ფილიალების 25-მა თანამშრომელმა და სხვა ააიპებიდან 11-მა თანამშრომელმა გაიარა: “ბარიერი იყო 65 პროცენტი. ზღვარი 16-მა ატესტანტმა ვერ გადალახა. დღეს გასაუბრების პროცესს ადმინისტრაციის თანამშრომლები გადიან. ფილიალების ხელმძღვანელები გასაუბრების ეტაპს გაერთიანების შიგნით გაივლიან. გასაუბრების დროს და კომისიის შემადგენლობას გაერთიანებისის ხელმძღვანელი გამოაცხადებს“, – განაცხადა საატესტაციო კომიისის წევრმა გენადი კუჭუხიძემ.

თეგები: ატესტაციაბაგა-ბაღებიგასაუბრება