სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა

8 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

თერჯოლაში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში მგლის არსებობა დაფიქსირდა. მგელმა ადგილობრივ თემურ ბუცხრიკიძეს ხბო შეუჭამა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, რამდენიმე დღის წინ პირუტყვი დაეკარგათ, ძებნის შემდეგ კი მის ლეშს მიაგნეს.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, მგელმა მოსახლეობა გასულ წლებშიც აზარალა.

თეგები: თერჯოლამგელიმოსახლეობა