ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ზებრა გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 38

ქუთაისში ზებრა გადასასვლელების დახაზვა  მიმდინარეობს

გზის არასწორად გადაკვეთის გამო ქვეითად მოსიარულეები 10 ლარით, მძღოლები კი, რომლებიც ზებრა გადასასვლელებზე მოქალაქეებს გზას არ უთმობენ 20 ლარით ჯარიმდებიან.

ქუთაისის ქუჩებში ე.წ ზებრა გადასასვლელების დახაზვა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად დაიხაზა მესხიშვილის თეატრთან არსებული გზაჯვარედინი, სადაც გადასასვლელის არარსებობა მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა. ზებრა გადასასვლელების დახაზვა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” სამსახურს დაევალა, რომელიც გზების დახაზვას და ბეტონზე საგზაო ნიშნების მოწესრიგებას უზრუნველყოფს. აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად დასუფთავების სამსახურმა სპეციალური დანადგარი სახელწოდებით “ლაინო ლაზერი” შეისყიდა.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეებს გზის არასწორად გადაკვეთის გამო 10 ლარით აჯარიმებს, მძღოლებს კი, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მოქალაქეებს გზას არ უთმობენ 20 ლარით ჯარიმდებიან.

თეგები: საპატრულო პოლიციაფეხით მოსიარულეები