ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კონკურსი ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის

14 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

კონკურსი ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის. კონკურსის საშუალებით შერჩეულ ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს ექნებათ შესაძლებლობა 2015 წლის 16-19 ოქტომბერს დაესწრონ საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს Giffoni Georgia 2015. ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ტარდება, მასში 7 ქვეყნის 500 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა. 4 დღიანი პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს. მოზარდები ფესტივალის დღეებში შეხვდებიან კინემატოგრაფიის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს. ბმული: https://docs.google.com/forms/d/1JcnKyFG4nWDYdaZO–gwF7ZI280UdbHT0mUKiKIGYxQ/viewform

გამომცხადებელი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა- 25.09.2015

თეგები: ბლოგიკონკურიკონკურსი / ანონსიფოტო