სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მის საქართველოს 2015″–ის მონაწილეები ქუთაისში ბიუჯეტის ხარჯზე გაისეირნებენ

15 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“მის საქართველოს 2015″–ის მონაწილეები ქუთაისში ბიუჯეტის ხარჯზე გაისეირნებენ

ქუთაისის მერია “მის საქართველო 2015” –ის კონკურსანტებისთვის სასტუმროს მომსახურების ხარჯებისათვის ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულებას 2 170 ლარია. მიმწოდებელმა კონკურსანტებისათვის სასტუმრო მომსახურება (7 ნომერი 3 ადგილიანი და 2 ნომერი 2 ადგილიანი. სულ – 25 პირი) უნდა უზრუნველყოს.

როგორც მერიაში განმარტავენ, კონკურსის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ქალაქის დასათვალიერებლად ქუთაისში იქნებიან. მერიამ სტუმრების პატივისცემის ნიშნად, მხოლოდ სასტუმროს ხარჯების დაფარვა იკისრა.

თეგები: 2015თანხაკონკურსი