რეზო ჭეიშვილის ხსოვნას პატივი ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა მიაგო. ყოფილი პრემიერი მესხიშვილის თეატრში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მან მწერლის გარდაცვალება ოჯახის წევრებს და საზოგადოებას მიუსამძიმრა: “რეზო ჭეიშვვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელოვნებისათვის”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მესხიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე მწერალს პატივი მიაგეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ასევე მწერლის ნიჭის თაყვანისმცემლებმა.
პარაკლისი ქუთათელ – გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.

