სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელ სიამის ტყუპებს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდათ

16 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისელ სიამის ტყუპებს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდათ

საქართველოში პირველი სიამის ტყუპები ქუთაისში დაიბადნენ. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები ერთმანეთთან ნაწლავით იყვნენ დაკავშირებულნი. მათ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდათ.

საქართველოში ოპერაციის ჩატარება დროსთან იყო დაკავშირებული, საზღვარგარეთ კი თანხებთან. ოჯახმა საზოგადოების დახმარებით 81 000 ევრო შეაგროვა და ოპერაცია გერმანიის ერთ–ერთ კლინიკაში გაკეთდა. სიამის ტყუპების განცალკევების რთულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გოგონების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა online focus ავრცელებს.

თეგები: გერმანიატყუპიქუთაისი