სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა სპორტსმენმა სამბოში პირველი ადგილი დაიკავა

16 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისელმა სპორტსმენმა სამბოში პირველი ადგილი დაიკავა

მსოფლიოს შესარჩევი საერთასორისო ტურნირი “სამბოში” ახალგაზრდებს შორს, თბილისში ჩატარდა. ტურნირი ვანო გამხიტაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრზე საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და პერუს ახალგაზრდა სამბისტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N 17 – ე სპორტსკოლის წარმომადგენელმა იაკობ დიხამინჯიამ (მწვრთნელი დავით აფრიდონიძე), რომელმაც 57 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებში ადგილი გაინაღდა. დიხამინჯია მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად რიგაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
თბილისის ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა ვარლამ შალიაკიანი (მწვრთნელი გივი სარდანაძე), ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი ჭუმბურიძე, აკაკი გიგატაძე, ბაქარ უკლება და სოსო სვანაძე.

თეგები: გამარჯვებულისპორტი