ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოპერაში კონკურსების ჩატარების თარიღი ცნობილია

17 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ოპერაში კონკურსების ჩატარების თარიღი ცნობილია

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ სეზონს მოგვიანებით გახსნის, რისი მიზეზიც თეატრში დაგეგმილი კონკურსია. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თეატრის გუნდსა და სოლისტებში კონკურსები 27–28 სექტემბერს ჩატარდება.
კონკურსს კულტურის სამინისტროს და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. ჟიურის წევრები კონკურანტებს ქულების მიხედვით შეაფასებენ, რომლის შედეგებიც, მალევე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კონკურსების ჩატარება თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაანონსა. მიზეზად კი გაბერილი შტატები და დაბალი ხელფასები დაასახელა.

თეგები: ოპერაქუთაისიხელმძღვანელი