ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ჩემი ოცნებაა, არ დავბერდე!“

18 სექტემბერი, 2015 • ია ბობოხიძე • 34

„ჩემი ოცნებაა, არ დავბერდე!“

ნათია 25 წლის არის, პროფესიით ფსიქოლოგი და ფოტოგრაფი. უყვარს ველორბოლა და მოგზაურობა. იგი ლესბოსელია და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემას უკავშირდება.

ნათია 25 წლის არის, პროფესიით ფსიქოლოგი და ფოტოგრაფი. უყვარს ველორბოლა და მოგზაურობა. იგი ლესბოსელია და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემას უკავშირდება.

– როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?

– არ ვფიქრობ, რომ განსხვავებულია. თუმცა, არც აღმომიჩენია ისე განსაკუთრებულად, რომ მახსოვდეს მკვეთრად.

– როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?

– ჰომოფობიურ, ჰეტერონორმატიულ, ტრადიციულ, რელიგიურ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ცხოვრება რთულია და ამავდროულად მიუღებელი.

– რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

– ვერბალური, ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, გარიყვა, უარყოფა.

– ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში?

– თავად ვცდილობ მოვაგვარო (დამხმარებია ერთ-ერთი ორგანიზაცია).

– თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვრეპლი?

– 2013 წლის 17 მაისის შემდეგ რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა და ვერბალური შეურაცხყოფა. იყო შემთხვევები მანამდეც, რამდენიმე წლის წინ (დაფარული ზარები, შეფურთხება, ცემა, მუქარა, ზიზღი, დამხვდნენ რამდენჯერმე ქუჩაში და ა.შ.)

– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?

– უპირველესია განათლება, რაც შემდეგ ეტაპებზე უნდა გამყარდეს საზოგადოების ინფორმირებით.

– რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას?

– არა – ჰომოფობიას, ზიზღს, ძალადობას, განსხვავებულის მიუღებლობას, რელიგიურ ფანატიზმს, გაუნათლებლობას.

– ახერხებთ თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას? – მუშაობთ, სწავლობთ და ა.შ.

– დიახ.

– გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?

– მიფიქრია (ვფიქრობ).

– თუ კი, რა გიშლით ხელს ამ სურვილის ასრულებაში?

-სხვადასხვა ფაქტორები

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

– არ დავბერდე!..

პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში.

თეგები: ობიექტივიქალთა ფონდი