“მშვიდობის კორპუსი” საქართველოში ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, “მშვიდობის კორპუსის” ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სამთავრობო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ხუთ-კილომეტრიან ზოლში მდებარე სოფლებსა და ქალაქებს.
შერჩეულ ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2016-2018 წლების განმავლობაში.
თანდართულია, სააპლიკაციო ფორმა და საინფორმაციო ბუკლეტი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით. ფორმის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდიდან: http://georgia.peacecorps.gov/
შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე SEOD@ge.peacecorps.gov ან მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის თბილისის ოფისში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29ასააპლიკცაიო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ოქტომბერი!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერი ტელ: 2241222/23/24
ელ-ფოსტა: SEOD@ge.peacecorps.gov