ქუთაისის მერიის მიერ “პარკინგსერვისის” დაფუძნებას კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენელთა განცხადებით, შოთა მურღულიამ შეძლო ის, რაც ქუთაისში 10 მერმა ვერ მოახერხა და პარკირება საკუთარ შემოსავლის წყაროდ აქცია. ამასთან ერთად “პარკინგსერვისის” თანამშრომლებს ადმინისტარაციულ რესურსად გამოიყენებს. “ამ საწარმოში დაახლოებით 500 ადამიანი იმუშავებს, რაც დიდი ძალა იქნება საარჩევნოდ. “პარკინგსერვისის” თანამშრომელთა რაოდენობა მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის ტოლი იქნება”,- განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.
“შოთა მურღულიამ შეძლო ის, რაც ქუთაისში 10 მერმა ვერ მოახერხა”
22 სექტემბერი, 2015 • Newpress • 26
თორნიკე ბარათაშვილი მერიის მიერ “პარკინგსერვისის” დაფუძნებას კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებად აფასებს.
თეგები: თორნიკე ბარათაშვილი • პარკინგსერვისი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები