შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებს ქუთაისის მერი შეხვდა

24 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 25

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებს  ქუთაისის მერი შეხვდა

შეხვედრა იმ სტუდენტებთან მოეწყო, რომელთა მონაწილეობა ექსპედიციაში მერიის თანადაფინანასებით მოხერხდა.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა მერიის თეთრ დარბაზში გაიმართა. შეხვედრა იმ სტუდენტებთან მოეწყო, რომლებმაც მონაწილეობა ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღეს. რომლის თანადაფინანსება ქუთაისის მერიის ხელშეწყობით მოხერხდა.

დიალექტოლოგიური პრაქტიკის გასვლითი ტური საქართველოს უძველეს მხარეში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის 20-მა სტუდენტმა გაიარა. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ეკა დადიანის ხელმძღვანელობით სტუდენტები 11 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ადგილობრივ თანამემამულეებს, იწერდნენ დიალექტიკურ ტექსტებს, მეტყველების ნიმუშებს, ეცნობოდნენ წეს-ჩვეულებებს. მათ მოინახულეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლები. ექსპედიცია აგვისტოს თვეში განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა იმერხევსა და ტაოში მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების მოძიებას.

თეგები: ექსპედიციაიმერხევიტარიელ ფუტკარაძეუნივერსიტეტი