ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარკოვში იმერეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

25 სექტემბერი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ხარკოვში იმერეთის  ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია მონაწილეობას იღებს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 24-25 სექტებერს მიმდინარე მეშვიდე საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში სახელწოდებით: ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში’’.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა, ფორუმის პირველ დღეს პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,ტურიზმი, როგორც ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება’’. ფორუმის ფარგლებში, მთავარ საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომელიც კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ხარკოვის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში.

თეგები: გამოფენაუკრაინაქუთაისი