შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება

28 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 34

გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება

საიუბილეო კონცერტი ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში დღეს გაიმართება.

ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. შესრულდება გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

თეგები: ბრიუსელიგია ყანჩელიიუბილეკულტურა