სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველი და პოლონელი მხატვრების გამოფენა ქუთაისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება

30 სექტემბერი, 2015 • ნიუპრესი • 1

ქართველი და პოლონელი მხატვრების გამოფენა ქუთაისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება

ქუთაისში, 7 ოქტომბერს, ქართველი და პოლონელი მხატვრების გამოფენა ღია ცის ქვეშ გაიმართება. პოლონელ მხატვრები ქალაქში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ და 8 ოქტომბრამდე დარჩებიან. პროექტში, რომელიც ერთობლივ პლენერს გულისხმობს, ხუთი ქართველი და ხუთი პოლონელი მხატვარი მონაწილეობს.
სტუმართა მხრიდან ჯგუფის ორგანიზატორი, პოლონეთის მხატვართა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ტომაშ ავჯეიჩიკი.(მხატვარი, ფერმწერი); სტანისლავ ტახი, ქ. ოლკუშის გალერეის დირექტორი მეუღლით – ანა ტახი (მხატვარი); ბრიჯიდ ლისკევიჩი, კერამიკოსი, მხატვარი, ქ. ბარლინეკის კულტურის ცენტრის დირექტორი მეუღლესთან იან ლისკევიჩთან ერთად.
ქართველი მხატვრებიდან – თემურ თადუმაძე, თემურ ხარაბაძე, მამუკა ტყეშელაშვილი, ირაკლი ჩოგოვაძე, გოჩა ჩხაიძე და ზურაბ ფაღავა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი მუშაობა პლენერზე, მასტერკლასები ა(ა)იპ გაერთიანების ფილიალის, გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან, ექსკურსიები. 7 ოქტომბერს გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრები კაკაბაძის სახელობის გალერეის ფონდში დარჩება.

პლენერის მონაწილეები დღეს ქუთაისის მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პოლონელი მხატვრების ქუთაისში ვიზიტი პროექტ “მეგობრობის არტ-ფაქტი”-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ორგანიზებით ტარდება.

თეგები: მხატვრებიპლენერიპოლონელი