ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ქობალიანი სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, საჭიროა ჯერ ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოხდეს, რის შემდეგაც გაკეთდება პოლიტიკური შეფასება: “ამ ფაქტის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე. პირადად არცერთი მათგანი არ მინახავს, რომ მათგან მომესმინა, რა მოხდა. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას. დადგება სამართლებრივი შეფასება და ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკური შეფასება”, -განუცხადა “ნიუპრესს” გია ქობალიანმა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.