შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

5 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

შეზღუდვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

სს ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ხარაგაული. 5 ოქტომბერს მ/ძ ქვესადგურში „საქასრია“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-18:00 საათამდე შეუწყდება აღნინული ქვესადგურის მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.

6 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით მიზნით 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს „მოლითი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეეზრუდებათ აბონენეტებს ხარაგაულის რაიონის სოფლებში მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი.

ხარაგაული/ზესტაფონი. 9 ოქტომბერს 10:00-17:00 სთ-ზე მ/ძ ქვესადგურში „ზესტაფონი 1“ დაგეგმილი სამუშაების ჩასატარებლად უსაფრთხოების მიზნით 5-5 წუთით ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ ქვესადგურებიდან „ზესტაფონი 1“, „შროშა“, „ბოსლევი“, „დილიკაური“, „ფუთი“, „ხარაგაული“, „საქასრია“.

ტყიბული. 6 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „ხრესილი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ონი. მ/ძ ქვესადგურ „ონში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 6 ოქტომბერს 11:00-18:00 სთ-მდე ძაბვა შეუწყდებათ ქ/ს „ონის“, „უწერას“, „საგლოლოს“ და „შოვის“ მომხმარებლებს ონის მუნიციპალიტეტში.

წყალტუბო. 6 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგურები „ფარცხანაყანები“, „კოპიტნარი წევა“ და „ალიონი“, რის გამოც ელენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს წყალტუბოს რაიონის სოფლებში ფარცხანაყანები, კოპიტნარი

თეგები: გამორთვადენისაქართველო